ნაჯახით მოკლული 29 წლის ქალი საკუთარ სახლში გადაასვენეს. პოლიციამ ამოიღო დანაშაულის იარაღიც - ცული, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, მოკლულს თავში რამდენჯერმე ჩაარტყეს. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია მოკლულის ქმარი.
სავარაუდოდ, ბრალდებულის სასამართლო დღესვე გაიმართება. მას 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გარდაცვლილის მეზობლებს მკვლელობის მოტივზე და დეტალებზე საუბარი უჭირთ. ისინი ჰყვებიან, რომ ცოლ-ქმარი ერთად არ ცხოვრობდა და მოკლული, ქმრის ბებიასთან სტუმრად მიდიოდა ხოლმე.