18 აპრილი 2024,   08:50
ვრცლად
გაურკვეველი ვადით გადადებული რეისი - "ეარ კაიროს" თვითმფრინავი შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით ვერ გაფრინდა

უკვე თითქმის 4 საათია, ათეულობით მგზავრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადადებული რეისის შესრულებას ელოდება.

დღეს დილით, დაახლოებით 08:30 საათზე კომპანია "ეარ კაიროს" თვითმფრინავი შარმ-ელ შეიხის მიმართულებით ვერ გაფრინდა.

მგზავრებს კომპანიის წარმომადგენლებმა მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა და მგზავრების უსაფრთხოება დაუსახელეს, თუმცა მოქალაქეები სხვა ინფორმაციას ავრცელბენ და ამბობენ, რომ სავარაუდოდ "ეარ კაიროს" ფინანსური დავალიანება აქვს.

კომპანიაში ვადებზე ვერ საუბრობენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნაწილი სასტუმროში გადაიყვანეს და მგზავრები რეისის შესახებ ინფორმაციას შეიტყობენ, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.

დღის ამბები