20 აპრილი 2024,   16:14
ვრცლად
აშშ-ში ილუზია აღარ არსებობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება პროდასავლურ ძალას წარმოადგენს - ოპოზიცია მწვავე გზავნილზე

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრის მარკუეინ მალინის წერილს, რომელმაც  საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართა,  უკვე მოჰყვა პირველი გამოხმაურებები თბილისში.

ოპოზიცია კონგრესმენის განწყობას იზიარებს და მიიჩნევს, რომ პარტნიორების გზავნილი მნიშვნელოვანია და ისინი საქართველოში ცვლილებებს ელოდებიან.

ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ქვეყანაში შესუსტებულია ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ და ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია.

ოპოზიციის წარმომადგენლები დასავლელი პარტნიორებისგან მსგავსი შინაარსის შეფასებებს მომავალშიც ელოდებიან.

"ეს წერილი ადასტურებს ორ რამეს - პირველი ის, რომ არანაირი ილუზია აღარ არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება რეალურად წარმოადგენს პროდასავლურ ხელისუფლებას. მეორე, ეს წერილი ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, დღეს ქართველი ხალხის განვითარების გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს სწორედ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, როგორც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ასევე - ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ გზავნილი არის საკმაოდ ნათელი. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოელიან სწორედ ძირეულ პოლიტიკურ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

"კონგრესმენ მალინის ღია წერილი არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი დადასტურება იმისა, რომ აშშ-ში არიან ძალიან შეშფოთებულები იმ პროცესებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ეს წერილები არ წყდება. ეს უნდა იყოს კარგი გამოსაფხიზლებელი ზარი ხელისუფლებისთვის, რომ ოდნავ საღი აზრი მაინც ჰქონდეს შერჩენილი," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები