16 აპრილი 2024,   12:34
ვრცლად
მოლაპარაკებები ბერლინში - მაიკ პომპეო ლიბიის კრიზისის განსახილველად გერმანიაში ჩავიდა

შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ლიბიის კრიზისის განსახილველად ბერლინში ჩავიდა. კონფერენციაზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.

მოლაპარაკებები ბერლინში მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოსკოვში ამბოხებულმა გენერალმა ხალიფა ჰაფტარმა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმედს გამოთქვამენ, რომ ხალიფა ჰაფტარი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ამჯერად მაინც მოაწერს ხელს.

2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ, ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. აღმოსავლეთ ნაწილს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს, ქვეყნის დედაქალაქში კი, გაეროსა და ევროკავშირის დახმარებით შექმნილი ეროვნული თანხმობის მთავრობაა.

დღის ამბები