16 აპრილი 2024,   16:56
ვრცლად
თელავში სამი საცხოვრებელი სახლი იწვის

ხანძარი თელავში - "რუსთავი2-ის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ცეცხლი ახვლედიანის ქუჩაზე სამ საცხოვრებელი სახლს უკიდია, რომელთაგან ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 

თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გავრცელდა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. 

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

დღის ამბები