27 თებერვალი 2020,   02:29
ვრცლად
"დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლებში, თქვენს ეზო-კარში" - პატრიარქმა დიდ აიაზმაში კურთხევის წესი შეასრულა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში წირვა - ლოცვა სრულდება.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამებაში ტაძარის ეზოში, დიდ აიაზმაში წყლის კურთხევის წესი აღასრულა.

საეკლესიო სწავლების მიხედვით, ნაკურთხი წყალი უხრწნელ თვისებას იძენს. წყლის კურთხევის შემდეგ პატრიარქმა იქადაგა. ილიამ მეორემ მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.

 "გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი," - განაცხადა ილია მეორემ.

დღის ამბები