24 აპრილი 2024,   13:51
ვრცლად
"წარმოვადგენ გამოსავალს, რომელიც პროკურატურას ბევრად ძლიერ ინსტიტუტად აქცევს" - ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესს ეხმაურება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება კვლავ ცდილობს, საზოგადოებას შესთავაზოს მორჩილი პროკურორობის კანდიდატი, რაც უარყოფითად აისახება ინსტიტუტის იმიჯზე.

დოლიძე ხელისუფლებას ახალ ალტერნატიულ გამოსავალს სთავაზობს, რაც მისი შეფასებით, მორჩილი პროკურორის დანიშვნის რისკებს შეამცირებს. საკუთარ ინიციატივაზე დოლიძე დღევანდელ პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრებს.

"მთავარი პროკურატურა ვერ აღწევს ხელისუფლების კლანჭებს და მოსალოდნელია, რომ კიდევ ერთხელ საპროკურორო საბჭომ წარმოადგინოს პოლიტიკურად მორჩილი მთავარი პროკურორის კანდიდატურა. დროა, ჩვენ ვიფიქროთ ახალ, შესაძლო პროცედურებზე. წარმოვადგენ შესაძლო ალტერნატიულ გამოსავალს, რომელიც ბევრად უფრო ძლიერ ინსტიტუტად აქცევს პროკურატურას," - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

დღის ამბები