20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილისა და კიდევ 2 პირის სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.
ადვოკატი ვახტანგ იაშვილი პროცესს პოლიტიკურად მართულს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ვერც ერთი მოწმის ჩვენება ვერ ამტკიცებს ბრალდებულების დანაშაულს.
ვახტანგ იაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, ამჯერად სხდომას დაკავებულებიც დაესწრონ.
"სისტემა რომელიც ემსახურება ოლიგარქიას და რუსეთის ინტერესებს ჩემი აზრით, კვლავ განაგრძობს იმ ქართველების დევნას, რომელთაც უყვართ თავიანთი ქვეყანა.
ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად კრიტიკულად დავკითხოთ ეს მოწმეები," - განაცხადა ბესიკ თამლიანის და ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.
20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში ადანაშაულებენ.