24 აპრილი 2024,   18:58
ვრცლად
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 2019 წლის ანგარიშს წარადგენს

ბავშვთა უფლებები, ქალთა და ოჯახური ძალადობის პრევენცია - ეს ის მიღწევებია, რომელზეც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას გამახვილდება ყურადღება. კომიტეტი საზოგადოებას წინა წლის მიღწევებს დეტალურად გააცნობს.

ყურადღება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ იმ გამოწვევებზეც გამახვილდება, რაც ქვეყანას ჯერ კიდევ მოსაგვარებელი აქვს. ანგარიშის წარდგენას პარლამენტის თავმჯდომარე და ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები დაესწრებიან.

"კომიტეტმა საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობა გასწია. მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, ქალთა და ოჯახური ძალადობის პრევენციის კუთხით. სოციალური მუშაკების ინსტიტუტის გაძლიერების მიმართულებით. ადამიანის უფლებები ფართო სფეროა, სირთულეები და გამოწვევები ბუნებრივია, არსებობს. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს გამოწვევები აღმოვფხვრათ", - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ შალვა კიკნაველიძემ.

დღის ამბები