25 აპრილი 2024,   08:25
ვრცლად
ავსტრალიაში 7 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე სეტყვა მოვიდა

ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში 7 სანტიმეტრი დიამეტრის სეტყვა მოვიდა. სეტყვას დაერთო შტორმიც. უამინდობის გამო დაზიანდა ავტომობილები.

შტორმიდან 15 წუთში სამაშველო სამსახურის ცხელ ხაზზე 1200-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისა და ელექტროენერგიის დროებით გათიშვისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები