ესპანეთში ქარბუქი, ძლიერი წვიმა და თოვლია. ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე შტორმ "გლორიას" გამო ტალღების სიმაღლემ 7 მეტრს მიაღწია.
24 საათის განმავლობაში მუშაობა შეაჩერა ალიკანტეს აეროპორტმა, სადაც 150-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო.
საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა ვალენსიის ზოგიერთ ნაწილშიც. ესპანელი მეტეოროლოგების განცხადებით, შტორმი ქვეყანაში 22 იანვრის ჩათვლით შენარჩუნდება.