კინომსახიობთა გილდიის რიგით 26-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში გაიმართა. კორეული ფილმი "პარაზიტი" დაჯილდოების ისტორიაში პირველი უცხოენოვანი ნამუშევარი გახდა, რომელმაც პრესტიჟული პრიზი მიიღო. კინომსახიობთა გილიდიამ წლის საუკეთესო მსახიობებად ხოაკინ ფენიქსი და რენე ზელვეგერი დაასახელა.
ტელესერიალ "დილის შოუში" შესრულებული როლისთვის მთავარი პრემია გადაეცა ჯენიფერ ენისტონს, სერიალ "გოტში" საუკეთესოდ შესრულებული როლისთვის კი კაც მსახიობებს შორის პიტერ დინქ-ლეიჯი დაჯილდოვდა.
საუკეთესო მეორე ხარისხოვანი როლისთვის ჯილდო მიიღო ბრედ პიტმა. კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოება 1995 წლიდან ყოველწლიურად "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე კვირით ადრე იმართება.