20 აპრილი 2024,   17:04
ვრცლად
ბერლინის სამიტზე ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტასა და ქვეყნაში იარაღის შეტანის აკრძალვაზე შეთანხმდნენ

ბერლინში საერთაშორისო კონფერენციაზე ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტასა და ქვეყნაში იარაღის შეტანის აკრძალვაზე შეთანხმდნენ. სამიტში მონაწილე მსოფლიო ლიდერებმა ამბოხებულ გენერალ ჰაფთარს ლიბიაში პორტების გახსნა და ნავთობის ექსპორტის განახლებისკენ მოუწოდეს.

გერმანიაში გამართულ მოლაპარაკებებში რუსეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები, ასევე შტატების სახელმწიფო მდივანი, გაეროსა და ევროკაშირის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. ბერლინში ჩავიდნენ ლიბიაში დაპირისპირებული მხარეებიც.

მოლაპარაკებები გერმანიაში მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოსკოვში გენერალმა ხალიფა ჰაფთარმა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა.

ლიბია ორ ნაწილად 2011 წელს ქვეყნის ლიდერის მუამარ კადაფის მკვლელობის შემდეგ გაიყო. აღმოსავლეთ ნაწილს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს, ქვეყნის დედაქალაქში კი გაეროს მიერ აღიარებული მთავრობა მუშაობს.

 

დღის ამბები