23 აპრილი 2024,   17:14
ვრცლად
ეს არ არის მუქარა, ეს მოცემულობაა - კახიანი თალაკვაძის განცხადებაზე

არჩილ თალაკვაძის განცხადებას, სადაც ის ოპოზიციას ხელისუფლების შეთავაზებაზე დათანხმებისაკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება, - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არა მუქარა, არამედ მოცემულობაა. კახიანის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისთვის შეთავაზებული საარჩევნო მოდელი შექმნილი კრიზისიდან გამოსვლისთვის გადადგმული ნაბიჯია. 

"არანაირ მუქარაზე საუბარი არ არის, უბრალოდ არის ეს მოცემულობა, რომელიც გვაქვს. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაც კონკრეტულზე შევჯერდეთ. შესაბამისად, ვთქვით, რომ მოდი ის, რაც ოპოზიციას სურს, პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ მანდატები გავზარდოთ. თუ დღეს არის, ვთქვათ 77 პროპორციული მანდატი, ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას 100-მდე გავზარდოთ ეს მანდატები. ცხადია, რომ ეს ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯია იმისკენ, რომ ეს პროცესი რამე კონკრეტული გადაწყვეტილებით დასრულდეს. მე იმედი მაქვს, რომ ამ შეთავაზების გარშემო ჩვენ რაიმე კონკრეტულზე შევჯერდებით,"- განაცხადა გიორგი კახიანმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ცივილური კომუნიკაციისთვის ყოველთვის მზადაა, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

დღის ამბები