19 აპრილი 2024,   19:43
ვრცლად
წინასწარ თავზე ნაცრის წაყრის საფუძველი, არიქა მოვიდა ვირუსი ჩინეთიდან, ნამდვილად არ არსებობს - პაატა იმნაძე

ვირუსების გააქტიურების საფრთხე საქართველოსა და მსოფლიოში - სპეციალისტები ჩინეთში აღმოჩენილ ახალ დაუდგენელ ვირუსს ებრძვიან, რომელმაც უკვე სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

არსებობს თუ არა, ამ ვირუსის გავრცელების საშიშროება ჩვენს ქვეყანაში - პროგნოზები დამაიმედებელია. ცოტა ხნის წინ, რისკები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შეაფასეს.

"როდესაც ვინმე ჩამოდის ინფიცირებული არეებიდან, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა მოგვაწოდოს, ამის შემდეგ შიეძლება ამუშავდეს შეზღუდვები. საქართველო იცავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესებს, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება გამოიკითხოს ჩამოსული ადამიანები, სად იმყოფებოდნენ, სად აპირებენ საქართველოში ყოფნას და შემდეგ, როდესაც დაზუსტდება ამ დაავადების ინკუბაციური პერიოდი, შეეხმიანება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი და თუ რაიმე პრობლემები აქვს, ურჩევს, რომელი კლინიკაში მივიდეს. 

არავითარი საფუძველი, წინასწარ თავზე ნაცრის წაყრის, შეშინების, არიქა მოვიდა ვირუსი ჩინეთიდან, ნამდვილად არ არსებობს,"- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე.

დღის ამბები