19 აპრილი 2024,   10:13
ვრცლად
ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფის საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე მივა

ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფის საქმეზე ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. რობაქიძე აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მის მიმართ  უფლებამოსილებას გადაამეტეს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ფაქტით დაინტერესების თხოვნით მიმართა.

"დღეს უნდა გამოცხადდეს იგი სამართალდამცავ ორგანოში, კერძოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ინფორმაციის მოწოდების მიზნით და მისი გამოკითხვის შემდგომ უფრო ინტენსიურად დაიგეგმება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რაც საჭირო იქნება მის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე, ვინაიდან ჯერ იგი ჩვენს სამსახური გამოკითხვაზე არ ყოფილა, მეტ დამატებით ინფორმაციას მე ვერ მოგაწოდებთ,"- განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები