24 აპრილი 2024,   11:53
ვრცლად
"ორი წელი, რომ ეს მშენებლობა წავა, რა ვასუნთქოთ ჩვენს შვილებს" - დაპირისპირება "ანას ბაღთან"

ვარკეთილში, "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა და სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებაში, რომელიც დღეს დილით მოხდა, დაცვის კომპანიის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილზე გაშლილი კარავი აიღეს და ის სხვა ადგილზე გადაიტანეს. სწორედ ამას მოჰყვა ჩხუბი დაპირისპირება.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირებისას დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სახის არის დაზიანებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

"როგორ გვაპირისპირებს მთავრობა მოსახლეობას და მშენებლებს? ხომ შეიძლებოდა ეს საქმე მოგვარებულიყო ნორმალურად? ჩვენი ბავშვები გაიზარდნენ ამ ეზოში. 21-ე საუკუნეში როგორ შეიძლება რომ იდავო ჰაერისთვის, რომ ბავშვებისთვის ჰაერი იყოს. ყველაფერი გაყიდულია, ბავშვი სად გამოვიყვანო, სად ვასეირნოთ? ორი წელი რომ ეს მშენებლობა წავა, რა ვასუნთქოთ ჩვენს შვილებს. მოვიდეს თვითონ კალაძე, თავისი თვალით ნახოს რა ხდება,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

განმარტებას აკეთებს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი, გიორგი ბენაშვილი, რომელიც მომხდარის დეტალებს ყვება. მისი თქმით, დაპირისპირების დროს არავინ დაშავებულა, ერთმა ადამიანმა დაზიანება ჩქარის სიარულის დროს  ფეხის წამოკვრისა და დაცემის გამო მიიღო.

"მოვიდა კომპანია, დილით განაახლა სამუშაოები, არ არის აღნიშნული კარავი რკინა-ბეტონი, ეს არის მსუბუქი კონსტრუქციის, ხელით გვერდზე გადავდგით და დავიწყეთ მუშაობა. ორმა ადამიანმა ფეხი წამოკრა მათივე აწყობილ კარავს, ერთმა აღიარა საბედნიეროდ, მეორემ თქვა მტკნარი ტყუილი, რომ სცემეს. მე ვნახე, რომ ადამიანი მორბოდა საცხოვრებელი კორპუსიდან, ბორდიურზე ფეხი აუცდა, წაიქცა და ამისგან მიიღო დაზიანება," - აცხადებს გიორგი ბენაშვილი.

დღის ამბები