უმდიდრესი ადამიანების 1% ფლობს ორჯერ უფრო მეტ ქონებას, ვიდრე მსოფლიოს 6.9 მილიარდი მოსახლე - საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ი ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკურ დისბალანსს განსაკუთრებით ქალები განიცდიან.
კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 2,153 მილიარდელს აქვს უფრო მეტი სიმდიდრე, ვიდრე - 4.6 მილიარდ ადამიანს;
22 უმდიდრეს კაცს აქვს უფრო მეტი ქონება, ვიდრე - აფრიკაში მცხოვრებ ყველა (326 მილიონ) ქალს ერთად;
უმდიდრესი ადამიანების 1% ფლობს ორჯერ უფრო მეტ ქონებას, ვიდრე - მსოფლიოს 6.9 მილიარდი მოსახლე.
63-გვერდიან ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიო მთავრობები სიმდიდრისა და სიღარიბის დასაბალანსებლად საკმარისად და ეფექტურად არ მოქმედებენ. კვლევაში ასახულია ეკონომიკური უთანასწორობა სქესთა შორის.
"ქალები იაფ და ხანდახან უფასო მუშახელს წარმოადგენენ ბაზარზე, რაც სექსისტური ეკონომიკის წამახალისებელია და რაც ადამიანთა მცირე ჯგუფის გამდიდრებაზეა ორიენტირებული", - ნათქვამია ანგარიშში.