19 აპრილი 2024,   03:43
ვრცლად
ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დუმაში კანონი შეიტანა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დუმაში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონი დღეს შეიტანა. დოკუმენტს პარლამენტში დამტკიცების შემდეგ საყოველთაო გამოკითხვაზე გაიტანენ.

კანონპროექტის თანახმად, ერთი და იგივე პირი რუსეთის პრეზიდენტად მხოლოდ ორი ვადით აირჩევა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს სახელმწიფო დუმა დაამტკიცებს. ფედერაციის საბჭოს კი უფლება ეძლევა მოსამართლეები თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

კონსტიტუციაში ცვლილებების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტს ევალება სახელმწიფო საბჭოს ფორმირება, რომლის სტატუსიც ჯერ უცნობია, მისი განსაზღვრისთვის კი ახალი კანონი მომზადდება.

რუსეთის დუმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე 23 იანვარს განიხილავს. ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებები 15 იანვარს დააანონსა, რასაც რუსეთის მთვარობის გადადგომა და ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა მოჰყვა.

დღის ამბები