25 აპრილი 2024,   14:52
ვრცლად
ზუგდიდში 50 წლის კაცმა პოლიციელზე თავდასხმა სცადა - მას 3-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ზუგდიდში პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის ფაქტზე 50 წლის მამაკაცი დააკავეს.

მას სამართლდამცველზე თავდასხმის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები