20 აპრილი 2024,   10:59
ვრცლად
პირადმა გამომძიებელმა მითხრა, რომ საქმეს კერავენ - ვახტანგ რობაქიძეს ექსპერტიზა ჩაუტარდა

ვახტანგ რობაქიძეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული რობაქიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გვიან ღამემდე იმყოფებოდა.

მისი თქმით სამართლადამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მან ლონდა თოლორაიას უწყებას ამ თემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

დადგება თუ არა სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი, მას შემდეგ გაირკვევა, რაც ინსპექტორის სამსახური რობაქიძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას შეისწავლის და ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება.

"ვიზუალურად დამათვალიერეს და ექსპერტმა დააფიქსირა ხელის დაზიანება, განმარტეს, რომ დანარჩენი ექსპერტიზა ჩემივე სახსრებით უნდა ჩავიტარო. პირადმა გამომძიებელმა მითხრა, რომ მეცოდებიო, რადგან ისე გიკერავენ საქმეს არაფერი გეშველებაო,"- განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.

დღის ამბები