20 აპრილი 2024,   16:33
ვრცლად
საპარლამენტო განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს - მოძრაობა "შეცვალეს" წევრებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს. მოძრაობა "შეცვალეს" წევრები, ამ დროისთვის, შენობასთან იმყოფებიან.

აქტივისტებს საკომიტეტო მოსმენაზე შესვლა სურდათ, მათთვის საშვები ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუშვეს, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი საკანონდებლო ორგანოში არ დაუშვეს.

მათი თქმით, ეს დარღვევაა და პარლამენტის ადმინისტრაცია თეა წულუკიანისათვის კომფორტის შექმნას ცდილობს.

"ჩვენზე დაშვებულია საშვები, მოვედით, პირადობის მოწმობები გამოგვართვეს, მალევე უკან დაგვიბრუნეს და გვითხრეს, რომ სიაში ვერ გვპოულობდნენ და ცოტა ხანში გვეტყოდნენ ზუსტ პასუხს, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ არის," - განაცხადა ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრმა.

"რატომ თანამშრომლობს კრიმინალებთან, რატომ უჭერს მხარს მაჟორიტარულ სისტემას და რატომ მოატყუა ამის შესახებ ქართველი ხალხი. ასევე, რატომ ლობირებს ირაკლი შოთაძეს და საერთოდ, ამ 8 წლის განმავლობაში რა გაუკეთებია, გარდა იმისა,რომ იუსტიციის სახლებს სერვისად დაამატა ტაქსი. ეს კითხვები გვაქვს თეა წულუკიანთან და ზოგადად ეს ადამიანი რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობაში მთავარი ფიგურაა, დასტურდება იმით, რომ იცვლებიან მინისტრები და პრემიერ-მინისტრები, მაგრამ წულუკიანი ისევ მინისტრად რჩება," - განაცხადა ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობა ”შეცვალეს” წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა.

დღის ამბები