19 აპრილი 2024,   03:08
ვრცლად
ბუდაღაშვილის და თამლიანის დედები თინა ბოკუჩავასთან ერთად დიპკორპუსის წარმომადნელებს ხვდებიან

დეპუტატი თინა ბოკუჩავა 20 ივნისს დაკავებული ბესიკ თამლიანისა და ზურაბ ბუდაღაშვილის მშობლებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. 

შეხვედრა პარლამენტში მიმდინარეობს. საელჩოების წარმომადგენლებს 20 ივნისის ღამეს მომხდარზე დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.

"შეხვედრაზე იქნებიან პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრები და ადვოკატები. ამასთან, ვხვდებით საქართველოში წარმოდგენილი დიპლომატიური კორპუსის წევრებს. ეს ადამიანები ძალიან კარგად იცნობენ არსებულ უმძიმეს სიტუაციას, რაც მართლმსაჯულების სისტემაშია. მნიშვნელოვანია, დიპლომატიურ კორპუსს მუდმივად მივაწოდოთ მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანმა, თინათინ ბოკუჩავა. 

ერთ-ერთი დაკავებულის, ზურაბ ბუდაღაშვილის დედა აცხადებს, რომ 20 ივნისს დაწყებული შტურმი დღესაც გრძელდება.

"ჩემნაირი არის მილიონი ადამიანი, ეს საერთო პრობლემაა. მინდა გულწრფელად ვისაუბრო იმ გულისტკივილზე, რომელიც მაქვს.  ჩვენ ვართ პოლიტიკურად დევნილები და ყველა ჩვენგანზე ზეწოლაა, უმძიმეს ვითარებაში ვცხოვრობთ და 20 ივნისს დაწყებული შტურმი დღესაც გრძელდება," - განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილის დედამ, მაგული გობეჯიშვილმა.

დღის ამბები