25 აპრილი 2024,   20:42
ვრცლად
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა არაეფექტურია - ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საუბრობს.

დეპუტატის ინფორმაციით, გასულ წელს გამოყოფილი 14 მილიონიდან სამინისტრომ ამ მიმართულებით მხოლოდ 7-მილიონი ლარი  აითვისა.

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, გაუმართლებელია ბიუჯეტში აუთვისებელი თანხა რჩებოდეს, როცა ათასობით ადამიანი მედიკამენტს გაჭირვების გამო ვერ ყიდულობს.

"მაისში, დაახლოებით, 4000 ადამიანი ჩაერთო პროგრამაში. უფრო მეტი და მეტი ადამიანი ითხოვს წამალზე ხელმისაწვდომობას, რადგან წამალი არის ჩვენს ქვეყანაში ნომერ პირველი პრობლემა. ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამა უნდა გახდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაწილი,"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა

დღის ამბები