25 აპრილი 2024,   15:34
ვრცლად
ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ სუბკულტურა მართავს ქართულ ციხეებს - სოფო კილაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერების არ სჯერა.

სოფო კილაძის განმარტებით, ციხეებში დღეს ადამიანის უფლებები მაღალი სტანდარტით არის დაცული.

"ხშირად მიწევს პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულ პირებთან შესვლა და ვფიქრობ, რომ საქართველოს ციხეებში არის ადამიანის უფლებათა ძალიან მაღალი სტანდარტი უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება სუბკულტურას, მე ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სუბკულტურა მართავს ციხეს, იმიტომ, რომ ამის თქმის საფუძველი მე ნამდვილად არ მაქვს.

თუ არის რაიმე გარკვეული შემთხვევები, ვინმეს მხრიდან კონკრეტულ პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, ამას სათითაო შემთხვევებში, რა თქმა უნდა უნდა, მიხედვა საჭიროა და ამაზე იუსტიციის სამინისტროც მუშაობს, თუმცა მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სუბკულტურა მართავს ქართულ ციხეებს," - განაცხადა სოფო კილაძე.

დღის ამბები