საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატის პირველ წრეში გაიმარჯვა.
ქართველი ჩოგბურთლი კორეელ სუნუ ქვონს შეხვდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში,
ხუთ სეტში, ანგარიშით 6:7, 6:4, 7:5,3:6, 6:3 დაამარცხა.
მეორე წრეში ბასილაშვილი, სავარაუდოდ, ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს დაუპირისპირდება.