19 აპრილი 2024,   17:03
ვრცლად
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 22 იანვრისთვის დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება  2.8877 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8770 ლარი იყო. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0107 ლარი შეადგინა.

1 ევროს ღირებულება ოფიციალური მონაცემებით 3.2077 ლარია, დღეს მოქმედი კურსი კი  3.1892 ლარს შეადგენდა. ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0185 ლარი შეადგინა.

1 გირვანქა სტერლინგის ღირებულება ოფიციალური მონაცემებით 3.7676 ლარია, დღეს მოქმედი კურსი კი 3.7369 ლარს შეადგენდა. ცვლილებამ 0.0307 ლარი შეადგინა.

1 თურქული ლირის ოფიციალური ღირებულება 0.4876 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 0.4878 ლარი იყო. ლირასთან მიმართებით ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.

დღის ამბები