19 აპრილი 2024,   06:28
ვრცლად
კამათი სამი მცირეწლოვანი შვილისა და მეუღლის თანხლებით, დასაგმობია - ანრი ოხანაშვილი ვახტანგ რობაქიძეზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ რობაქიძის საქციელი დასაგმობია.

ოხანაშვილის შეფასებით, ვახტანგ რობაქიძეს არც ღირსება და არც კაცობა არ გააჩნია.

"სამი მცირეწლოვანი შვილისა და მეუღლის თანდასწრებით, აგრესიისა და მუქარის გამოხატვა ცივილური საზოგადოების მიერ დასაგმობია. არც კაცობაში, არც ღირსებაში და არც მორალში ეს, არ წერია. ამ ადამიანმა ყველაფერი იკადრა და გააკეთა," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

ვახტანგ რობაქიძეს მუცლის ღრუს კვლევა უკვე ჩაუტარდა, პასუხი 2 დღეში იქნება. ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული რობაქიძე სამართალდამცავებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. რობაქიძე აცხადებს, რომ მას მუცელში ჩაარტყეს.

დადგება თუ არა სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიებას დაასრულებს.

რობაქიძემ ლონდა თოლორაიას უწყებას ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

დღის ამბები