თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. 20 წლის მათე ჯომიდავა ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 30 დეკემბრიდან მკურნალობდა.
არსებული ინფორმაციით, თბილისში მას ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარედ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თავში ქვა ჩაარტყეს, რაც მისი დაღუპვის მიზეზი გახდა.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მათე ჯომიდავა გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია. ის თბილისში სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა.