25 აპრილი 2024,   05:00
ვრცლად
85 წლის ასაკში საქართველოს ყოფილი პრემიერი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა

85 წლის ასაკში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა. ის საკუთარ სახლში, გამოძახებაზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს უკვე გარდაცვლილი დახვდა.

სიგუა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1990 წლის 15 ნოემბერიდან – 1991 წლის 18 აგვისტომდე იყო. 

გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა ჯერ პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს დროებით ასრულებდა, მომდევნო 9 თვის განმავლობაში კი პრემიერის პოსტი მას ოფიციალურად ეკავა.. 

დღის ამბები