24 აპრილი 2024,   16:38
ვრცლად
ზუგდიდში საბავშვო ბაღი გაქურდეს

ზუგდიდში საბავშვო ბაღი გაქურდეს. ბავშვთა სააღმზრდელო ნომერ მე-15 დაწესებულებაში ქურდები მაშინ შევიდნენ, როცა იქ არავინ იმყოფებოდა.

ადგილზე მისულ ბაღის თანამშრომლებს კარი ჩამტვრეული, ფანჯარა კი ღია დახვდათ. წაღებულია ორი ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი. სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

"ბაღში მისულებს, არეული დაგვხვდა ოთახები. წაღებულია ორი ტელევიზორი და მუსიკალრი ცენტრი. გამგემ გამოიძახა პოლიცია, მოვიდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და დაიწყეს მუშაობა,"- უთხრა "კურიერს" ზუგდიდის მე-15 ბაგა-ბაღის თანამშრომელმა, მაია ჭიჭინაძე.

დღის ამბები