25 თებერვალი 2020,   01:03
ვრცლად
მავთულხლართების მშენებლობა და სადამსჯელო ზომებზე - ციხელაშვილი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვა

ბრიუსელში მყოფი ქართული დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვედრებს დღეს ნატოში გამართავენ. დაგეგმილია მათი შეხვედრა ალიანსის გენმდივნის მოადგილესთან. დღესვე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, სადაც ქეთევან ციხელაშვილი სიტყვით გამოვა.

მინისტრი ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებაზე აპირებს ყურადღების გამახვილებას.

"გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, მიმდინარე გამოწვევებზე. ვისაუბრებ უკვე სიახლეებზე და იმ ძალიან სავალალო განვითარებებზე, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მავთულხლართების მშენებლობაზე, ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დაძაბულობასა და სხვა სადამსჯელო ზომებზე," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

დღის ამბები