20 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
31 დეკემბერს დაკავებული პირების საქმეზე სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს

31 დეკემბერს დაკავებული პირების საქმეზე სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. ბექა კოკაიას, გიორგი მუმლაძეს, ზურაბ ბერძენიშვილს, ზურაბ მჟავანაძეს და ლაშა ბურდულს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილობლობას ედავებიან.

შეგახსენებთ, 31 დეკემბრის ღამეს ისინი პარლამენტის შენობის წინ კარვების აღებას და მათ ნაცვლად ატრაქციონების განთავსებას აპროტესტებდნენ.

ადვოკატი იმედოვნებს რომ მოსამართლე ობიექტურად მიუდგება საქმეს და პოლიტიკურ დაკვეთას არ შეასრულებს.

წაყენებული მუხლები 15დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას ითვალისწინებს.

დღის ამბები