23 აპრილი 2024,   20:39
ვრცლად
"წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები" - ზალკალიანი ამერიკელი კონგრესმენებისს კრიტიკას პასუხობს

"მე ვფიქრობ, წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები" - დავით ზალკალიანი ამერიკელი კონგრესმენებისს კრიტიკას პასუხობს

საგარეო უწყების ხელმძღვანელი 4 ამერიკელი კონგრესმენის კრიტიკას პასუხობს. დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს დასავლელ პარტნიორებს არსებული მდგომარეობის შესახებ არასწორი ინფორმაცია აქვთ მიწოდებული.

ზალკალიანი კონგრესმენის მიერ, საქართველოს პრემიერისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრის დროს, კონგრესმენებს ზუსტ ინფორმაციას გააცნობენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. 

"მე ვფიქრობ, რომ წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ის ვიზიტები, რომელიც დაიგეგმება და იგეგმება უკვე მაღალი თანამდებობის პირებისა ვაშინგტონში, იქნება კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის კონგრესმენებს მიეცეთ მკაფიო, ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ნებისმიერი სახის გამოხმაურება. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვეკიდებით მათ რეკომენდაციებს, მათ რჩევებს," - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

4-მა ამერიკელმა კონგრესმენმა საქართველოს პრემიერს წერილი გაუგზავნა. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, ადამ კინზინგერის ინფორმაციით, გახარიასათვის გაგზავნილ წერილში მასთან ერთად ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკოლი საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ.

დღის ამბები