თბილისს ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი ეწვია. ბოლოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაქსიმე ვერჰაგენი 2009 წელს ეწვია.
სტეფ ბლოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ორმხრივი შეხვედრა უკვე გამართა.
კოლეგებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ბლოკი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანხლებით, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.