04 აპრილი 2020,   15:18
ვრცლად
მწვანე ჯებირებით შემოღობილი პარლამენტი - კახა კალაძის განმარტება

მწვანე ჯებირებით შემოღობილი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რეაბილიტაცია დღეიდან დაიწყო და ტერიტორიაზე გამწვანებითი სამუშაოები განხორციელდება, მოწესრიგდება ფანტანები და ინფრასტრუქტურა. თბილისის მერის თქმით, იგეგმება ასევე 9 აპრილის მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.

"დღეს ვიწყებთ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და მინდა ასევე ჩემს მოადგილეს, ქალბატონ სოფო ხუნწარიას დავავალო რომ 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც, რადგან ჩვენ დაიწყეთ ეს სამუშაოები. პროექტი, ჩვენ, თუ არ ვცდები 2019 წლის მაისში, თუ ივნისში შევიძინეთ და დავიწყეთ დღეს უკვე სამუშაოების უშუალოდ განხორციელება და ყველანაირად იქნება მოწესრიგებული იქ არსებული მდგომარეობა, ახალი ფილები, მოწესრიგდება ფანტანები, იქნება გამწვანებითი სამუშაოები წარმოებული და იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე, როდესაც დავამთავრებთ სამუშაოებს," - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საახალწლო ატრაქციონების აღების შემდეგ მერიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოღობა. 

დღის ამბები