19 აპრილი 2024,   10:27
ვრცლად
"გასაოცარი დემოკრატიის მეშვიდე წელს ევროპარლამენტიდან ჩვენ ვიღებთ გასაოცარ კრიტიკას" - გიგი უგულავა

კონგრესმენების წერილის პარალელურად, ოპოზიცია ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკულ განცხადებებზე საუბრობს. "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებით, დასავლელ პარტნიორებს პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შესახებ "ქართული ოცნების" ვერსიის არ სჯერათ. 

"გასაოცარი დემოკრატიის მეშვიდე წელს, ევროპარლამენტიდან ჩვენ ვიღებთ გასაოცარ კრიტიკას. პრაქტიკულად არავის მსოფლიოში, ვინც საქართველოზე ფიქრობს, საქართველოს მეგობრებს, არავის არ სჯერა ივანიშვილის ვერსიის, რომ თურმე იქ დაჩი ბერაიამ და ხუნდაძემ ხმა აიმაღლეს და ამბოხი მოაწყვეს.

კატეგორიული მოთხოვნაა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და აქაც ყველაფერს აეხადა ფარდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპარლამენტარები ღიად უწოდებენ პოლიტპატიმრებს იმ ადამიანებს, ვინც დღეს ციხეში უკანონოდ იმყოფება," - განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები