19 აპრილი 2024,   20:13
ვრცლად
დასავლეთიდან მიღებულ გზავნილებს "ქართული ოცნება" პარლამეტის შემოღობვით პასუხობს - გიორგი ვაშაძე

რუსთველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან. ისინი თბილისის მერიის მიერ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებირის აღმართვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ დასავლეთიდან მიღებულ გზავნილებს "ქართული ოცნება" პარლამეტის შეღობვით პასუხობს.

"ეს ღობე, რომლითაც პასუხობს დღეს  "ქართული ოცნება" დასავლეთიდან მიღებულ გზავნილებს, არის სამარცხვინო. ისინი ფიქრობენ, პარლამენტის შეღობვით შეაჩერებენ ხალხის მშვიდობიან პროტესტს. ფიქრობენ, რომ ვითომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებით, პროტესტი აღარ იქნება საქართველოში. სამარცხვინოები ხართ, თქვენ თვითონ იღობავთ თვენ თავს და აღმართავთ კედელს ხალხსა და პარლამენტს შორის,"-აცხადებს პარტია "ახალი საქართელოს" თვმჯდომარე, გიორგი ვაშაძე.

"მართლა სასაცილოა ხელისუფლება, რომელიც ხან რკინის ღობეს, ხან მწვანე ღობეს, ხან ზვიგენებს იგონებს იმისთვის, რომ აქ ხალხი არ შეიკრიბოს, მაგრამ ეს ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ ეშინიათ აქ ხალხის შეკრების და რა გონიათ, პარლამენტი გაქრა ამის გამო, თუ აქ ვეღრ მოვალთ? გზა უფრო ადვილდ გადაიკეტება და ნუ ჰგონიათ, ერთ ტროტურს თუ გაამწვანებენ, პროტესტი შეწყდება და კარავი აღარ გაიშლება,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართელოს" წევრი, ელენე ხოშტარია. 

შეგახსენებთ, თბილისის მერიამ პარლამენტის წინ განთავსებული საპროტესტო კარვები 31 დეკემბერს აიღო და მათ ადგილას, საბავშვო ატრაქციონები და საშობაო ბაზრობის დახლები დაიდგა.

რკინის ღობე პარლამენტის შენობის წინ თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა დღეს, გამთენიისას განათავსეს.

დღის ამბები