18 აპრილი 2024,   11:45
ვრცლად
საქართელოში ე.წ. ჩინური ვირუსის გავრცელების საფრთხე ნაკლებია - ამირან გამყრელიძე

მსოფლიო ისევ ახალი საფრთხის წინაშე დგას. ამოუცნობი ვირუსის გამოჩენის შემდეგ მეცნიერები ახალ საგანგაშო დასკვნას დებენ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოში ე.წ. ჩინური ვირუსის გავრცელების საფრთხე ნაკლებია, თუმცა ამირან გამყრელიძე რეკომენდაციებს გასცემს იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩინეთში მიფრინავს, ან უკვე საქართველოში დაბრუნდნენ.

"ვუჰანში წამსვლელები მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთნ კონტაქტს. ეს არის რეკომენდაცია მხოლოდ ვუჰანში წამსვლელებისთვის, ეს არის იმ პროვინციის დედაქალაქი, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა. ასევე მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს, ცხოველების ბაზრებს და ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს და თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს. ხშირად დაიბანეთ ხელები, ხოლო მასზე ხელმისაწვდომობის არ ქონის შემთხვევაში, გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სითხეები," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ინფორმაციითვე, ცენტრს ჩამოყალიბებული აქვს შიდა სამუშაო გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქვეყანაში.

"ხვალ 10 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში დანიშნულია თათბირი მინისტრთან, სადაც წარვსდგებით ჩვენი წინადადებებით და სამინისტროს სტრუქტურებთან ერთდ, იქნება კოორდინირებული მუშაობა," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ჩინეთის ხელისუფლებამ კი უკვე დაადასტურა, რომ ვირუსი ერთ-ერთი ქალაქის ველური ცხოველების არალეგალური ბაზრობიდან გავრცელდა. დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. ახალი ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ოფიციალური მონაცემებით  440-ს მიაღწია.

ამავე თემაზე
დღის ამბები