19 აპრილი 2024,   19:59
ვრცლად
ვერავინ ვერ გაგვამტყუნებს, თუ სასამართლო სამართლიანად ჩატარდება - მოძრაობა "გაბედეს" წევრები

თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოძრაობა "გაბედეს" წევრების პროცესი მიმდინარეობს.

22 ნოემბერს მოძრაობა "გაბედეს" რამდენიმე წევრი ბექა ნათელაშვილი, ნიკა პეტრიაშვილი, თორნიკე ჯავახიშვილი და ოთარ ბექაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ აქციაზე დააკავეს.

მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტი ნიკა პეტრიაშვილი თქმით, იმ მტკიცებულებებით, რომლებიც პოლიციამ წარმოადგინა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა შეუძლებელია. 

"ჩვენ ადვოკატებთან ერთად გადავხედეთ იმ ვიდეო მტკიცებულებას, რომელიც წარმოდგენილ იქნა პოლიციის მხრიდან და ჩემთვის პირადად წარმოუდგენელი არის როგორც ჩემთვის, ასევე ჩვენი მეგობრებისათვის და ადვოკატებისთვის, თუ როგორ შეიძლება ამ მტკიცებულებებით ზოგადად გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდეს. რეალურად ვერც ვერავინ ვერ გაგვამტყუნებს თუ სასამართლო ჩატარდება სამართლიანად.

მივმართავ ხელისუფლებას, ახალგაზრდების წინააღმდეგ მსგავსი მეთოდებით ბრძოლა არავის არ შერჩენია და არავის კარგად არ დაუმთავრებია და ეს ხელისუფლებაც ძალიან ცუდად დაამთავრებს," - აცხადებს ნიკა პეტრიაშვილი.

მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტის ბექა ნათელაშვილის განცხადებით, სამხრე კამერით ჩაწერილ ერთ-ერთ ვიდეოში "გაბედეს" აქტივისტების მხრიდან სამართალდარღვევის ამსახველი ფაქტი არ ჩანს. ნათელაშვილის თქმით, ვიდეომტკიცებულებებში არც მათი დაკავების კადრები არ არის ასახული.

"მეორე ვიდეო არის სამხრე კამერის ჩანაწერი, სადაც ასახულია უშუალოდ აქციის მიმდინარეობა და არ ჩანს არც სამართალდარღვევა ჩვენი მხრიდან და არც დაკავების კადრები არ არის, ანუ რეალურად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

მოწმეები როგორც ყოველთვის ჰყავთ პოლიციის თანამშრომლები, დღესაც სავარაუდოდ ეყოლებათ ისევ პოლიციის თანამშრომლები, გამოვლენ, მისცემენ ცრუ ჩვენებას, არ დაისჯებიან ამის გამო რა თქმა უნდა," - აცხადებს ბექა ნათელაშვილი.

დღის ამბები