19 აპრილი 2024,   04:20
ვრცლად
სენატში დონალდ ტრამპის საიმპჩმენტო სასამართლოს პროცედურა დაამტკიცეს

13-საათიანი დებატების შემდეგ სენატში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საიმპჩმენტო სასამართლოს პროცედურა დაამტკიცეს. დოკუმენტს, რომელიც რესპუბლიკელების ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა წარადგინა ხმა 53-მა სენატორმა, 47-ის წინააღმდეგ მისცა.

სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა რეზოლუციაში 11 შესწორების შეტანა მოითხოვა, თუმცა რესპუბლიკელებმა ყველა მათგანი დაბლოკეს. მათ შორის, იმპიჩმენტის პროცესში სასამართლოზე მოწმეების დაკითხვა და თეთრი სახლიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან დოკუმენტაციის გამოთხოვა.

იმპიჩმენტის საკითხს დონლად ტრამპი დავოსიდან გამოეხმაურა. შტატების პრეზიდენტებმა ბრალდებებს ყალბი უწოდა. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ტრამპი დღეს დატოვებს და ვაშინგტონში დაბრუნდება. სენატში კი იმპიჩმენტის განხილვა ადგილობრივი დროით 6:00 საათზე განახლდება.

დღის ამბები