20 აპრილი 2024,   12:59
ვრცლად
წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი სკოლაში გათბობის მხრივ არსებულ პრობლემაზე საუბრობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი აკაკი ტყეშელაშვილი სკოლაში გათბობის მხრივ არსებულ პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, სკოლაში გათბობა არ არის, რის გამოც ბავშვებს სასწავლო პროცესი გაყინულ ოთახებში უტარდებათ და კლასებში ელექტრო გამათბობლებია ჩართული, რაც არ შეიძლება.

ამასთან, პედაგოგის განცხადებით, საერთოდ არ თბება სპორტდარბაზი. მისი თქმით, მიზეზი არასწორად დამონტაჟებული გათბობის სისტემაა, რომლის სამუშაოებიც ორი წლის წინ შესრულდა.

აკაკი ტყეშელაშვილის განმარტებით, სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ორ ტენდერში ერთმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელმაც სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა.

სკოლაში გათბობის მხრივ არსებულ პრობლემებს ადასტურებენ მშობლებიც, თუმცა კამერების წინ საუბარს ერიდებიან.

ბრალდებას არ ადასტურებს სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე. მისი თქმით, აკაკი ტყეშელაშვილი გაბრაზებულია იმის გამო, რომ დირექტორის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს და ცდილობს დირექტორის წინააღმდეგ ტყუილები გაავრცელოს. ამასთან, გიორგი მენაბდის თქმითვე სკოლაში გათბობის პრობლემა რეალურად არ არსებობს.

დღის ამბები