19 აპრილი 2024,   15:55
ვრცლად
პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულები, არბი ქავთარაშვილი და რუსლან ხანგოშვილი პატიმრობაში დატოვეს

თელავის რაიონულ სასამართლოში, პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებული, არბი ქავთარაშვილის და რუსლან ხანგოშვილის წინა სასამართლ სხდომა გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამარ კაპანაძემ ორივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა.

პროკურორის განცხადებით, ორივე ბრალდებულის მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. თავის მხრივ დაცვის მხარემ განმარტა, რომ ორ გვარს შორს არსებული კონფლიქტის გამო შესალოა მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნათ.

სხდომაზე არ გამოცხადდა თარჯიმანი, რის გამოც მტკიცებულებების დასაშვებობა და სხვა შუამდგომლობა ვერ განიხილეს.

22 წლის არბი ქავთარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება 37 წლის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის მუხლებით, 28 წლის რამაზ ხანგოშვილი წინააღმდეგ კი, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გვარებს შორის დაპირისპირება პანკისის ხეობაში გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 29 იანვარს ჩაინიშნა.

დღის ამბები