25 აპრილი 2024,   14:33
ვრცლად
ანტისამთავრობო აქციები ერაყში-სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს

ერაყში ანტისამთავრობო გამოსვლებზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა ბარიკადებით გზები ჩახერგეს და საბურავები დაწვეს.

სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. ბოლო 2 დღის განმავლობაში მომიტინგეებისა და სამართალდამცველების დაპირისპირებას 10 ადამიანი ემსხვერპლა.

პოლიციამ რამოდენიმე ადამიანი უკვე დააკავა. მომიტინგეები მთავრობის გადადგომასა და რეფორმების შემოღებას მოითხოვენ.

დღის ამბები