25 აპრილი 2024,   03:03
ვრცლად
"ვადაგასული, გაბანკროტებული რეჟიმი - ხელისუფლების კრიტიკამ შეუქცევადი საერთაშორისო სახე მიიღო"- დავით ბაქრაძე 

ამერიკელი კონგრესმენებისგან საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ კრიტიკულ წერილს, ოპოზიცია აფასებს. 

პარტია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ქართული ხელისუფლება "ვადაგასული და დაბანკროტებულია".

"ქართული ოცნების" ხელისუფლების კრიტიკამ შეუქცევადი საერთაშორისო სახე მიიღო. ნაცვლად იმისა, რომ იზრუნონ პრობლემების მოგვარებაზე, პირიქით, ისინი ებრძვიან ამ ადამიანებს, ცდილობენ მათ დისკრედიტაციას და პოლიტიკურ შეტევას.

ეს არ არის დემოკრატიული ხელისუფლების პასუხი მეგობრების კრიტიკაზე. ისინი იქცევიან ისე, როგორც ვადაგასული, გაბანკროტებული რეჟიმები, როდესაც დასავლური სამყაროდან კრიტიკას იღებენ," -  აღნიშნა პარლამენტის წევრმა და პარტია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკელი კონგრესმენებისაგან კიდევ ერთ კრიტიკულ გზავნილი მიიღო.

"საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის ფაქტორები, ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებს და დასავლური ინტეგრაციის გზაზე სვლას პრობლემას უქმნის" - ამ შინაარსს მოიცავს წერილი, რომელსაც ხელს აშშ-ის კონგრესის 4 წევრი აწერს.

დღის ამბები