24 აპრილი 2024,   02:35
ვრცლად
დავოსის ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

დავოსში, ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეები დააკავეს.

Financial Times-ის ცნობით, დაკავებულები ფორუმის ჩატარების ადგილზე მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას გეგმავდნენ. დაკავების დროს რუსებმა პოლიციელებს განუცხადეს, რომ ისინი სანტექნიკოსები იყვნენ, თუმცა, მოგვიანებით, პოლიციას დიპლომატიური პასპორტები წარუდგინეს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსები ჯაშუშობაში იყვნენ ეჭვმიტანილები, პოლიციამ ისინი გაათავისუფლა.

დავოსში რიგით 50-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. შვეიცარიის საკურორტო ქალაქში მსოფლიო ლიდერები, ბიზნესმენები, მეცნიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

დღის ამბები