20 აპრილი 2024,   02:15
ვრცლად
საქართველოს მთავრობა 4 კონგრესმენის მიერ გამოგზავნილ წერილს ასაჯაროვებს

ამერიკელი კონგრესმენების წერილის შინაარსი ცნობილია. წუხელ ადამ კინზინგერის ტვიტერზე გამოქვეყნებული ცნობის შემდეგ, დღეს მთელი დღის განმავლობაში ყველა წერილის გასაჯაროებას ელოდებოდა.
საქართველოს მთავრობამ წერილი რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. ეს, ბოლო ერთ თვეში კონგრენსმენ კინზინგერის უკვე მეორე წერილია, თუმცა ამჯერად უფრო ვრცელი და უფრო მეტი ხელისმომწერით. ილინოისის მაჟორიტარს კიდევ სამი თანაავტორი ჰყავს. არჩევნები, ანაკლიის პორტი, ძველი საქმეების გამოძიება პროკურატურაში, ეკონომიკური მაჩვენებლები და შემცირებული ინვესტიციები - წერილის შინაარსი და პრეტენზიები, ფაქტობრივად, იდენტურია იმ განცხადებების, რომლებიც გუშინ ევროპარლამენტში გაკეთდა. 

 "კონგრესის წევრები ვიყავით მხარდამჭერები საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიული რეფორმების მიმართ.

2019 წლის 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში, აღვნიშნეთ, რომ შეშფოთებული ვართ დაპირებული დემოკრატიული პროცესების ჩაგდებით და მასთან დაკავშირებული მშვიდოპბიანი პროტესტის წეინააღმდეგ გამოხატული ძალადობით.

ჩვენ, ასევე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის საკითხის პოლიტიზებით ვართ შეშფოთებულნი.

ახლა, საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, ვიმეორებთ მოწოდებას, რომ დაიცვათ არჩევნების ლეგიტიმურობა და უზრუნველყოთ პრევენცია საარჩევნო პროცესში საშინაო და საგარეო ჩარევისგან.

თქვენ საპასუხო წერილში, რომელიც 2019 წლის 17 დეკემბრით თარიღდება, გვპირდებოდით, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდებოდა, თუმცა მიმდინარე ანგარიშები მიუთითებს იმაზე, რომ ფეისბუკმა დახურა დიდი რაოდენობის ანგარიში, რომელსაც აფინანსებდა "ქართული ოცნება". ეს ანგარიშები ავრცელებდა ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ მასალას, რაც მიუღებელია.

ამასთან, ჩვენ ვართ შეშფოთებული ანგარიშებით, რომელთა მიხედვითაც "ქართული ოცნების" მიერ შეჩეული პროკურორები ხელახლა იძიებენ ძველ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურ ოპონენტებს, მედიის წარმომადგენლებს, საერთაშორისო კორპორაციებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს უკავშირდებათ.

კანონის უზენაესობის პატივისცემა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი დემოკრატიის გასაღები. ამასთან, საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ ჩატარდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. ეს პირობა თქვენი პარტიის მხრიდან მივიღეთ.

მას შემდეგ, რაც 1991 წლიდან საქართველო დამოუკიდებელია, მოწმეები ვართ, რომ ქართველი ხალხი მიიწევს დემოკრატიისკენ და უფრო ღრმა პარტნიორობისკენ დასავლეთთან. თუმცა, მიუხედავად დაპირებისა ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე დემოკრქტიული და ეკონომიკური ტენდენციები ნეგატიურად აისახება საქაართველოს იმიჯზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სამწუხაროდ, ეკონომიკური მაჩვენებელი მიგვითითებს საქართველოში გამოკვეთილ გადახვევაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისგან. ამერიკული და ევროპული კომპანიები განიცდიან ზეწოლას. მივიჩნევთ, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური სამიზნეა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. მთავრობამ მოახდინა ამერიკული კომპანიების მიერ დაგეგმილი ინვესტიციების პრევენცია. ასეთი არახელსაყრელი ბიზნესგარემო მომავლში ამერიკულ კომპანიებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე უარს ათქმევინებს. შემცირებული ინვესტიცია კი ზიანს არა მხოლოდ ქართველებს მიაყენებს, არამედ მოსახლეობას იმედს გაუცრუვებს დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის შესახებ. ეს, ასევე, გააძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში.

საქართველოს შეუძლია იყოს სასიცოცხლო ჰაბი სავაჭრო ურთიერთობების კუთხით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან ცენტრალურ აზიაში და პირიქით. ეს იქნებოდა ხელსაყრელი ქართული ეკონომიკისთვის.

იმედი გვაქვს, რომ საქართველო გააძლიერებს დემოკრატიას და მოახდენს ორპარტიულობის პრევენციას. ეს, კონგრესში საკმაოდ ნეგატიურად არის აღქმული. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა იმუშავებს შტატების კონგრესთან, ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზციებთან დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გაძლიერებისთვის იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს გააგრძელოს და იყოს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი მომავალშიც. მოუთმენლად ველით თქვენს პასუხს."- ნათქვამია კონგრესმენების წერილში. 

 

 

 

დღის ამბები