16 აპრილი 2024,   20:35
ვრცლად
ვახტანგ რობაქიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დღეს დამატებითი ექსპერტიზის პასუხებს წარუდგენს

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დღეს კიდევ ერთხელ მივა.

რობაქიძე უწყებაში გამოკვლევის შედეგებს მიიტანს, რომელიც მან "ავერსის" კლინიკაში ჩაიტარა.

დადგება თუ არა სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი მას შემდეგ გაირკვევა, რაც ინსპექტორის სამსახური ინფორმაციას შეისწავლის და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება.

ვახტანგ რობაქიძის მტკიცებით, პოლიციაში მასზე ფიზიკური და მორალური ზეწოლა განხორციელდა.

"მივიტან ჩემი გამოკვლევის დამატებით მტკიცებულებას, ერთი კვირაა გასული და ვერ ვიტყვი რა პასუხი იქნება და რა შედეგი დადგება, მაგრამ იურისტებიც არიან საქმეში ჩართულები და იძიებენ ყველაფერს," - განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.

დღის ამბები