18 თებერვალი 2020,   01:44
ვრცლად
ე.წ. გამყოფ ხაზებთან შექმნილი სიტუაცია შემაშფოთებელია - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის დაკეტვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

კარლ ჰარცელის თქმით, ე.წ. გამყოფ ხაზებთან შექმნილი სიტუაცია შემაშფოთებელია და ამ საკითხში ევროკავშირი საქართველოს ძალიან პრინციპული და მტკიცე მხარდამჭერია.

"ადმინისტრაციულ ხაზთან განვითარებულ მოვლენებში ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყველა მოვლენას ბოლო 6-7 თვის მანძილზე. შეშფოთებულები ვართ და ვხედავთ იმ პრობლემებს, რომელიც ჰუმანიტარულ დისკომფორტს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანებს," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები