საპარლამენტო ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელთან და დიპლომატებთან შეხვედრას გამართავენ.
ფრაქციის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, ისინი ყურადღებას სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე გაამახვილებენ. ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და საარჩევნო სისტემაზე ისაუბრებენ.
"ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ ვისაუბრებთ ფრაქციის პრიორიტეტებზე, ასევე ხედვაზე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ბუნებრივია საკითხი შეეხება როგორც საარჩევნო სისტემას, ასევე ევროპარლამენტში გუშინ გავრცელებულ განცხადებებს," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
"ველი ამ შეხვედრას, რადგან ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ნაწილი არსებულ პოლიტიკური ვითარებაში გარკვევაა. საინტერესო იქნება ფრაქციის მიზნებისა და 2020 წლის საპარლამენტო წლის შესახებ მათი შენიშვნების მოსმენა," - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.